ორბეთის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელებისთვის ეკო ტური მოაწყო
11-06-2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელებისთვის ეკო ტური მოაწყო.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკის ინიციატივით და ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით  ორბეთის საჯარო სკოლის ისტორია - გეოგრაფიის მასწავლებლის სალომე კობაიძის ინიციატივით ამავე სკოლის  მე - 12 კლასის მოსწავლეებისათვის მოეწყო ეკო ტური - სამშვილდის ნაქალაქარსა და დაშბაშის კანიონზე.

მოსწავლეებისათვის ველზე ჩატარდა საინტერესო სემინარი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ამ ტერიტორიების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.

იხილეტ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203