თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „Be kind, help people!“ განახორციელეს
11-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „Be kind, help people!“ (იყავი კეთილშობილი, დაეხმარე ადამიანებს!) განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 8ა კლასმა პროექტი ინგლისური ენის გაკვეთილზე (პედაგოგი - ნანა ცარციძე) დაგეგმა. 

„ამ პროექტის განხორციელებისათვის მოსწავლეებს 2 კვირა ჰქონდათ .ბავშვებმა სრულად მოახერხეს ჩამჯდარიყვნენ დროში. საბოლოო პროდუქტი იხილა ჩვენმა დირექციამ და სათანადოდ შეუფასა ნაშრომები თავიანთ მოსწავლეებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203