წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოთხწლიანი სასკოლო ცხოვრების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
11-06-2019

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ოთხწლიანი სასკოლო ცხოვრების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

მე-4 კლასელების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურეს.

ეკრანზე ნაჩვენები იყო კლასის ოთხწლიანი სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოკოლაჟი. განსაკუთრებით ემოციური იყო საზღვარგარეთ მყოფი მშობლების ვიდეოჩართვები და მილოცვები.

ღონისძიების „დაგელოცოთ ნაბიჯები!“ ორგანიზატორი გახლდათ კლასის ხელმძღვანელი თეა ჭუმბურიძე, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა მაკა ჟორჟოლიანს, ქორეოგრაფი - ჟანა ბენიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203