ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
11-06-2019
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.
მათ გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა და თანასკოლელებს. ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის მიმართ. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.
„აგვედევნა და გვიწკრიალდა ბავშვება ოქროსნაპერწკლიანი“ - ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში, (კლასის ხელმძღვანელი ლილი ლომაძე) საოცარი გოგო-ბიჭებისთვის „ბოლო ზარი“ აწკრიალდა...
ბავშვური სილაღე და ანცობა, ლაღი იუმორი, ცრემლნარევი სევდა და მომავალის იმედი ასხივოსნებდა ბავშვობის გარდასულ დღეთა მოგონებებს... ლამაზად და შინაარსიანად გატარებულ 12 წელს“,-ნათქვამია ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს