ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი თეორიული კონფერენცია გაიმართა
11-06-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება. სკოლის აღსაზრდელებიც აქტიურობით გამოირჩევიან. 

მათ შორის, სკოლაში ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.  ღონისძიებას ლელა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

ასევე, პედაგოგ ნაზი ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი თეორიული კონფერენცია. 

სკოლის აღსაზრდელები ასევე მოსწავლეთა 73-ე შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ და ზონალურ ტურში, რუსულ ენაში, მარიამ ხუჯაძემ და მე-11 კლასელმა ანი ქველიძემ დიპლომები დაიმსახურეს. (ხელმძღვანელი ტატიანა შუღლაძე).

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203