ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექცია თავის პროფესიონალ პედაგოგებს წარმატებებს ულოცავს
11-06-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგები თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაზე მუდმივად ზრუნავენ.

ამდენად, სკოლას გამოცდილი, პროფესიონალი და წარმატებული მასწავლებლები ჰყავს.

დირექცია სკოლის 8 პედაგოგს: ია ღლონტის, რუსიკო კუპრაძეს, დალი კვერენჩხილაძეს, მარინა თავართქილაძეს, მაია გუმბარიძე, ლალი გოროზიას, მანონი ლეჟავას და რუსუდან პაქსაძეს  გარე დაკვირვების გაკვეთილების წარმატებით ჩატარებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალშიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203