ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ეს 4 წელი“ გამართეს
11-06-2019

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღონისძიება - „ეს 4 წელი“ გამართეს. ბავშვები დაემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს - ნინო ჩუბინიძეს.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს.

მათმა გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს.

სკოლის დირექტორმა დირექციის სახელით სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა მოსწავლეები: აბესაძე ალექსანდრე, ბრეგაძე საბა, გაბუნია ნინი, ზუზაძე ირაკლი, ნადარეიშვილი მარიამი, ქასრაშვილი ანასტასია, ცერცვაძე სალი, ცქიფურიშვილი თინათინი და ხუციშვილი გუჯა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203