თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო - ვის შეუძლია I ეტაპზე რეგისტრაციის გავლა
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 12 ივნისს 12:00 საათზე დაიწყო.
გაითვალისწინეთ პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
- სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
- „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
- იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;
- მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.
ყურადღება! განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა და ფორმა N100 ან ფორმა N50;
მარტოხელა მშობლებმა ბავშვის დაბადების მოწმობა, სადაც მხოლოდ ერთი მშობლის მონაცემებია ასახული.