ოფრეთის საჯარო სკოლის მერვე კლასში სპორტში სახალისო გაკვეთილი ჩატარდა
11-06-2019

მარნეულის რაიონის ოფრეთის საჯარო სკოლის  მერვე კლასში სპორტში  სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა უსაფრთხოება გახლდათ, ხოლო გაკვეთილის მიზანი:  როგორ უნდა გააცნობიეროს მოსწავლემ უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს.

მოსწავლეებმა იმსჯელეს უსაფრთხოების წესებზე, კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე და საშუალებებზე.

მასწავლებელმა საინტერესო აქტივობები შესთავაზა მოსწავლეებს. მათ მოაწყვეს იმიტირებული ხანძარი. მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობით მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი და განსაკუთრებით მოეწონათ აღნიშნული აქტივობა. მათ მოახერხეს ცეცხლმაქრის საშუალებით, სწრაფად მოეხდინათ ცეცხლის ჩაქრობა.

აღნიშნულ გაკვეთილს  სპორტის მასწავლებელი ვლადიმერ მელაშვილი  უძღვებოდა და დადებითად შეფასდა შეფასების ჯგუფის მიერ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203