ორლოვკის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
11-06-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლის მასწავლებელმა შოღიკ ირიციანმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
სომხური სექტორის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს