
სენაკის რაიონის გეჯეთის საჯარო სკოლაში მხიარული სტარტები გაიმართა.
სპორტულ თამაშში ჩართულები იყვნენ მე-5 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.
გუნდები „არწივები“ და „მგლები“ ერთმანეთს სხვადასხვა გასართობ აქტივობებში შეეჯიბრნენ. თამაშს ესწრებოდა გულშემატკივრების არმია და ჟიურის წევრები.