ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სსსმ მოსწავლეს ნინი სამაკაშვილს ესტუმრნენ
11-06-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხრეითის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი ციალა კაპანაძე და სპეც.მასწავლებელი თამთა თაბაგარი ბავშვთა დაცვის დღეს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ნინი სამაკაშვილს ესტუმრნენ.

მათ ნინის საჩუქრები გადასცეს და კიდევ ერთი მხიარული და ლამაზი დღე აჩუქეს.

აღნიშნული ღონისძიებით კმაყოფილი დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე ოჯახის წევრები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203