ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში პირველი კლასის ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა
11-06-2019

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის  ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა. დამრიგებელი გაიანე მარკოსიანი გახლავთ.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა განასახიერეს სხვადასხვა ზღაპრის გმირი, იმღერეს და თქვეს ლექსები.

ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეორე კლასში გადასვლა მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203