მოხის სკოლაში დასუფთავების დღე მოეწყო
19-04-2017
მოხის სკოლაში დასუფთავების დღე მოეწყო.

მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

''ჩვენ ყოველთვის ვუვლით გარემოს და ვიცავთ დანაგვიანებისგან. ამჯერადაც მოვაწყვეთ დასუფთავების დღე, ფოთლებისგან გავწმინდეთ ეზო, შევაგროვეთ ნაგავი. ძალიან სახალისო იყო და ვფიქრობთ, რომ ასეთი სახის აქციები საჭიროა, რომ ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203