წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „ეფექტური ადვოკატირება“ მონაწილეობდნენ
11-06-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში „ეფექტური ადვოკატირება“.
მოსწავლეები სოფიკო ჩიტაძე, თაკო ნონიაშვილი და ლიკა როსტიაშვილი ინტერესით ჩაერთვნენ მსჯელობასა და დისკუსიაში, აითვისეს განხილული საკითხები და წარადგინეს კონფერენციის სახით გარკვეული პრობლემა.