წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ზეიმი - „მოვდივართ მოგვიხარია“ გაიმართა
11-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ზეიმი - „მოვდივართ მოგვიხარია“ ჩატარდა.
კლასის ხელმძღვანელია თინათინ ნაცვლიშვილი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს იყო არა მარტო ცოდნის ზეიმი, სადაც ბავშვებმა ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს, არამედ მათი შესაძლებლობების წარმოჩენის ასპარეზიც.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს ისტორია ფარნავაზიდან ახალ პერიოდამდე.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი თითოეული მეფისა და წმინდანების ღვაწლი. იყო ყველასთვის საყვარელი სცენის ოსტატების იმიტაციაც. ეს გახლდათ საინტერესო აქტივობებით და დიდი შრომით დატვირთული ოთხწლიანი წარმატებული საქმიანობის დაგვირგვინება.
„მადლობა მშობლებს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ქალბატონ ქეთევან კაპანაძეს, რომელმაც მუსიკალურად გააფორმა ღონისძიება, განსაკუთრებით კი კლასის ხელმძღვანელს თინათინ ნაცვლიშვილს, რომელმაც დიდი ღვაწლი ჩადო ამ ლამაზი და საყვარელი ბავშვების აღზრდა-განათლებაში. კიდევ მრავალი თაობა გაეზარდოს ქალბატონ თინათინს!“ -აღნიშნა სკოლის დირექციამ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს