ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
11-06-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯუმის საჯარო სკოლის II და IV კლასის (დამრიგებლები: ხათუნა ქვაჩახია და ნატალია ჯიშკარიანი) მოსწავლეებმა, „დედა ენის კვირეულის“ ფარგლებში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება მოამზადეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმატებით წარდგნენ.
ღონისძიებას თემის წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.