გეგუთის N1 საჯარო სკოლაში პროგრამა - „ტანსაცმლის დამზადების საწყისები“ წარმატებით ხორციელდება
10-06-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გეგუთის N1 საჯარო სკოლაში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებული პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა - „ტანსაცმლის დამზადების საწყისები“ წარმატებით ხორციელდება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა სტილის სამოსი, მერე თვითონვე მოირგეს და ზაფხულის ერთ დღეს ჩვენებაც გამართეს. 

„საინტერესო, სახალისო და მნიშვნელოვანი  დღე იყო მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203