აკეთის საჯარო სკოლის მასწავლებლმა პრაქტიკის კვლევის ანგარიში წარმოადგინა
10-06-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ირინა ბაჟუნაიშვილის საკუთარი პრაქტიკის კვლევის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის თემა იყო - „მოსწავლეებში საშინაო დავალების შეუსრულებლობის მიზეზების კვლევა“.

„კვლევის მიზნად დავისახე გამერკვია ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებაში და პასუხი გამეცა კითხვებზე:

  1. არის თუ არა საშინაო დავალება ეფექტიანი?
  2. როგორ შეიძლება მისი ეფექტურობის გაზრდა?
  3. როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, რათა მათ ყოველთვის შეასრულონ საშინაო დავალება?
  4. როგორია მშობლის როლი ამ მხრივ? და ა. შ.
  5. რა შეიძლება იყოს საშინაო დავალების ხშირი არშესრულების მიზეზი? და ა. შ.

ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობს სკოლის საჭიროებიდან. ამ კლასების (V-VII) სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან გასაუბრების შემდეგ გამოითქვა ვარაუდი პრობლემის მიზეზების შესახებ. შესაძლოა ეს იყოს ოჯახური გარემო, დავალებების სირთულე და მოცულობა, მოტივაციისა არქონა და სხვა.

ვფიქრობ, კვლევის შედეგების საფუძველზე განხორციელებული ინტერვენციები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევებს სწავლაში, მათი დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, კვლევის შედეგებით ისარგებლებენ კოლეგები საქმიანობის დროს”, - აღნიშნულია ირინა ბაჟუნაიშვილის მიერ წარმოდგენილ კვლევის ანგარიშში.

იხილეთ  პრაქტიკის კვლევის ანგარიშის სრული ვერსია 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203