ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
10-06-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში 26 მაისს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, ხოლო მასწავლებლები სიტყვით გამოვიდენ და მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.  საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს.  საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203