„ყველაზე საჭირო პროფესია“- თბილისის N89 საჯარო სკოლაში ორიგინალური სპექტაკლი გაიმართა
10-06-2019

თბილისის N89 საჯარო სკოლაში ორიგინალური სპექტაკლი გაიმართა.

IIIდ კლასის მოსწავლეებმა თანატოლებს, პედაგოგებსა და მშობლებს დადგმა „ყველაზე საჭირო პროფესია" წარუდგინეს.

პატარა მსახიობებმა მშენებლის, თერძის, მებაღის, მეეზოვის,  ექიმის, მეცნიერისა და მასწავლებლის როლები მოირგეს და საბოლოოდ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა პროფესია საინტერესო,  აუცილებელი და საჭიროა.

ზეიმის მეორე ნაწილი ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებსა და მხატვრულ ტანვარჯიშს დაეთმო. ნიჭიერმა მოსწავლეებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მშობლების აქტიური ჩართულობით ჩატარდა.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მიმოზა ტყებუჩავამ მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მეტი წინსვლა უსურვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203