მოძვის საჯარო სკოლაში სასწავლო ინტელექტუალური „ვიქტორინა“ გაიმართა
10-06-2019

ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპელიტეტის მოძვის საჯარო სკოლაში სასწავლო  ინტელექტუალური პროექტი „ვიქტორინა“ გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო მონაწილეების ზოგადი განათლების დონის ამაღლება; მოსწავლე ახალგაზრდობის მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება; თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა; სკოლის მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;   სწავლების ხარისხის გაზრდა.

მონაწილეებს განუვითარდებათ  მსჯელობის, ცოდნის გამომჟღავნების, მოსმენის, ახალი ცოდნის  შეძენის,  სწრაფად აზროვნების,   ჯგუფური  მუშაობის  უნარი;

პროექტის ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი: ნინო ცარციძე

მონაწილეობდნენ სკოლის  :VII; VIII; IX კლასის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203