ხუნწის საჯარო სკოლაში მშობლებს შორის ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
10-06-2019

მარტვილის რაიონის ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ მშობლებს შორის ჩატარდა.

პირველი ტურის შემდგომ ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, საჭირო გახდა, დამატებით მე-2 ტურის ჩატარება.

მშობლები თანაბარ ბრძოლალაში იყვნენ ჩართულები. საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა ეთუნა ფრუიძემ, მეორე ადგილი მაია დანელიამ, მე-3 ადგილი ხათუნა ფუტკარაძემ.

„მე როგორც ამ ღონისძიებების ორგანიზატორმა, მინდა გამარჯვება მიულოცო მათ, არამარტო მათ არამედ თითოეულ მშობელს, მინდა დიდი პატივისცემით და მოწიწებით, მადლობა გადაუხადო. ისინი ხუნწის საჯარო სკოლის დასაყრდენი და გვერდში მდგომი ადამიანები არიან, ჩვენ ვამაყობთ რომ ასეთი აქტიური და პატივსაცემი მშობლები გვყავს. გეფერებით თითოეულ თქვენთაგანს და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, მშობლებო.“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203