ხიდრის საჯარო სკოლაში პროექტი „მეტი წიგნი სკოლას“ გრძელდება
10-06-2019

ხარაგაულის რაიონის ხიდრის საჯარო სკოლაში უკვე ორი წელია რაც სკოლის მოსწავლეები მაკულატურას აგროვებენ და სანაცვლოდ მიღებულ წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკას გადასცემენ.

2018 წელს საფუძველი ჩაეყარა პროექტს სახელწოდებით: „მეტი წიგნი სკოლას“. აღნიშნული პროექტი მდგრადია და მოსწავლეები მომდევნო წლებშიც აპირებენ გაგრძელებას.

პროექტის დევიზია „შენ ეს ქაღალდი შეგიძლია აქციო წიგნად“. აქტივობას ინგლისური ენის პედაგოგი მზია ბერაძე ხელმძღვანელობს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203