ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
10-06-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა ხათუნა მსხალაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი.

გაკვეთილს ესწრებოდნენ  შეფასების ჯგუფის წევრები: ქიშვარდი გორგოშაძე, ნონა გოგიტიძე და ციცინო სამნიძე.

გაკვეთილის თემა: Guess the month! (გამოიცანი თვე).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თვეების დაკავშირება შესაბამის წელიწადის დროებთან. უცხი სიტყვების წერა, კითხვა და ზეპირად წარმოთქმა. უცხოური და ქართული ღირსშესანიშნავი დღეების წარმოთქმა..

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებელს ჰქონდა არაერთი  აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203