განძის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
10-06-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
მათ შორის, სკოლის აღსაზრდელებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს და „ჭრელი წინდების" კამპანიაში ჩაერთნენ.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს