ხაშურის N1 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული საბა ჭავჭავაძე მშობლიურ სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს 
10-06-2019
ხაშურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ყოფილი ლიდერი, ამჯამად კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი საბა ჭავჭავაძე აქტიურად თანამშრომლობს მის მშობლიურ სკოლასთან.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საბა ჭავჭავაძე სკოლას ესტუმრა. მისი სტუმრობის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმაციული დონის ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა ანტიბიოტიკების სწორად გამოყენება.

საბა თვლის, რომ მოსწავლეებში, და არა მარტო მოსწავლეებში, ამგვარი საგანმანათლებლო-სამედიცინო შეხვედრები ხელს შეუწყობს ბევრი მნიშვნელოვანი და აქტუალური სამედიცინო საკითხების სწორად გაგებას, რაც შემდგომში ჯანმრთელობისა და ქვეყნის განვითარებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203