თბილისის N103 საჯარო სკოლის ღია კარის დღემ საინტერესო აქტივობებით ჩაიარა
10-06-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლამ სკოლაში დარეგისტრირებულ პირველკლასელებს, ბაღის აღსაზრდელებს, მათ აღმზრდელებსა და მშობლებს უმასპინძლა.

ღია კარის პროგრამის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა, საკლასო ოთახები, ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა, დაესწრნენ სპორტდარბაზში მშობელთა მონაწილეობით გამართულ მხიარულ სტარტებს.

გაეცნენ კლასის ხელმძღვანელთა და ცალკეული საგნების მასწავლებელთა პრეზენტაციებს, ასევე მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას ნაქალაქარზე და იმიტირებულ საბავშვო არქეოლოგიურ გათხრებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203