თელეთის საჯარო სკოლაში უცხო ენის კათედრის მიერ ღონისძიება -  Fairytales' Day ჩატარდა
10-06-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლაში უცხო ენის კათედრის ერთობლივი ღონისძიება - Fairytales' Day ჩატარდა.

კერძოდ, გერმანული ენის მასწავლებლის, ნინო მერაბიშვილის, ხელმძღვანელობით მე-6 კლასელებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს „წითელქუდა“, მე- 3 კლასელებმა ინგლისური ენის მასწავლებლის ნანა ჩხეიძის ხელმძღვანელობით ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს „ოქროსკულულა და სამი დათვი“ და მე-6 კლასელებმა ინგლისური ენის მასწავლებლის შორენა ფირცხალავას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ინგლისურენოვანი“ფიფია და შვიდი ჯუჯა“. 

მათ შეასრულეს სიმღერები, ენის გასატეხები და ცეკვები. ბავშვები დიდი აქტივობითა და სურვილით ჩაერთვნენ ღონისძიებაში.

ღონისძიების მიზანი გახლდათ სამეტყველო უნარ-ჩვევების დახვეწა, ემპათიის უნარის განვითარება, ენობრივი ცნობიერების განვითარება და ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203