ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის პირველკლასელები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დაემშვიდობნენ  „დედა ენას“
10-06-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში პირველკლასელების გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დაემშვიდობნენ „დედა ენას“.

„პირველკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი: ლიანა დანელია) „დედა ენასთან“ ბოლო პაემანი დანიშნეს. ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დაემშვიდობნენ ისინი „დედა ენას“.

პატარებმა ერთი წლის ანგარიში ჩააბარეს სკოლას, მასწავლებლებს, მშობლებს... ანბანთქებამ ყველა პოზიტიურ განწყობაზე დააყენა, მით უმეტეს, ბავშვებმა რამდენიმე მოთხრობა გააცოცხლეს „დედა ენიდან“.

კონცერტის ბოლო აკორდი იყო ოვაცია, ფოტოებზე შეჩერებული წამი და უამრავი ფერად ბუშტი ჰაერში“,-ნათქვამია ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203