ველისციხის საჯარო სკოლაში ფიზიკის პედაგოგმა ლუიზა  გაბიტაშვილმა სტანდარტული გაკვეთილები ჩაატარა
10-06-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ველისციხის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ფიზიკაში პედაგოგმა ლუიზა  გაბიტაშვილმა სტანდარტული გაკვეთილები ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 4 ივნისს  IXბ კლასში ფიზიკაში პედაგოგმა ჩაატარა  სტანდარტული  გაკვეთილი თემაზე - ,,იმპულსის მუდმივობის კანონი“  5 ივნისს Xბ კლასში ჩატარებული სტანდარტული გაკვეთილის თემა კი იყო- „ომის კანონი წრედის უბნისათვის“. 

გაკვეთილს შეფასების მიზნით დაესწრო მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.

„გაკვეთილი  იყო  საინტერესო,  მასწავლებელმა  მოსწავლეებთან  გამოიყენა  ინტერაქტიული  მეთოდები,  ასევე  ვიხილეთ  რამოდენიმე  ცდა  სპეციალური  ხელსაწყოების  დახმარებით.  გაკვეთილებზე  პედაგოგმა  მოახერხა  სრულად  მიეღწია  გაკვეთილის  გეგმით  დასახული  მიზნებისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203