რველის საჯარო სკოლაში ალექსანდრე პუშკინის 220 წლისთავი აღნიშნეს
10-06-2019

ბორჯომის რაიონის რველის საჯარო სკოლაში ცნობილ პოეტს ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინის 220 წლის იუბილე აღნიშნეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რუსულის მასწავლებელმა ეკატერინე ხარაზიშვილმა და მისმა მოსწავლეებმა ჩაატარეს პროექტ-გაკვეთილი სახელწოდებით „რუსული პოეზიის მზე“, სადაც მოსწავლეები საუბრობდნენ პუშკინის შემოქმედებაზე, ხოლო მისი მსოფლიოში ცნობილი რომანი „ევგენი ონეგინი“ უფრო კარგად გახდა ცნობილი მოსწავლეებისათვის. 

მასწავლებელი მადლობას უხდის სკოლის პედ-კოლექტივს მხარდაჭერისათვის, ასევე საყვარელ და ნიჭიერ მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის და დახმარებისათვის.

„ისინი გულწრფელად გამოხატავდნენ თანადგომას და ასევე დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს ვინც დახმარებას გვიწევდა სამხატვრო გაფორმებაში, მიყვარხართ მე თქვენ ბავშვებო...“ - აცხადებს ეკატერინე ხარაზიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203