სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი“ გაიმარჯვეს
10-06-2019

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, ქალაქ საჩხერეში პროექტის „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პროექტში გაიმარჯვეს სარეკის საჯარო სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა.

პროექტზე იმუშავეს: ნინო ჭადაძემ, ლიკა აბრამიშვილმა, იური ფირცხალიამ, საბა აბრამიშვილმა, ნინო აბრამიშვილმა და ნათია ფარქოსაძემ.

მათ გადაეცათ 1-კვირიანი საგზურები კაბადოკიაში 50%-იანი დაფინანსებით, 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანაკებში და ასევე 2 000-ლარიანი ვაუჩერი განათლების აკადემიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203