სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა
10-06-2019

სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის სკვერი გაიხსნა.

პროექტი დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივით განხორციელდა.

მისი მიზანი გახლდათ:


  • ეროვნული ცნობიერების ამაღლება და  თანამშრომლობის უნარის განვითარება  მოზარდებში;
  • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვა;
  • ზრუნვა სასკოლო გარემოს კეთილმოწყობაზე.

     I-III კლასების მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობამ, საზოგადოების მხარდაჭერამ და დაწყებითი კლასების პედაგოგთა ფიზიკურმა შრომამ შედეგი გამოიღო. 
კეთილმოწყობილი სკვერი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის კულტურის, დასვენებისა და შემეცნების ადგილად იქცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203