საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გაიმართა
10-06-2019
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში სახალისო თამაშებში  შიდა შემაჯამებელი ფესტივალი ჩატარდა.

აქტივობის მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება გახლდათ.

ფესტივალი სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მოეწყო და მას სპეციალურად მოწვეული სტუმრები: რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გიორგი ბეგიაშვილი და მევლუდ ლაშაური ესწრებოდნენ.             

აქტივობაში მესამეკლასელები და კლუბი „პირველების“ წევრები, მშობლები, მანდატურები, პედაგოგები: ოთარი დევდარიანი, ლალი ქაიხოსროშვილი და იამზე თედიაშვილი მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა სპორტული ნიჭი მრავალმხრივ გამოავლინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203