ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეზო გაალამაზეს
10-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზო სარეველა ბალახისგან გაწმინდეს, დაბარეს და მორწყეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სკოლის იერსახეზე ყოველთვის ზრუნავენ.

„აი რატომ გამოიყურება ჩვენი სკოლა ესე ლამაზად? ეს ხომ ჩვენი მომავალი თაობის დამსახურებაა. ყოველთვის ზრუნავენ და ალამზებენ სკოლის ეზოს ვარდებითა და ულამაზესი გვირილებით. მათი დევიზია ერთმანეთის მხარში დგომა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გაწეული შრომისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203