წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს
10-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და  სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ქობულიამ პროფესიული დღე მიულოცეს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს და მე-11 კლასის მოსწავლის ნიკა გამყრელიძის ნახატი გადასცეს. 

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი ვანო ფიროსმანიშვილი მოსწავლეებს პოლიციის და პოლიციელთა ძირითად დანიშნულებასა და საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის ხარისხის ამაღლებაზე ესაუბრა.

მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის საუბარი ჩაატარა უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ბ.გიორგობიანმა.

დირექტორი აღნიშნავს რომ ეს იყო საინტერესო და სიყვარულით სავსე დღე.

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა პოლიციელს, ვუსურვებთ დიდ პროფესიულ წარმატებებს, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203