ხონის N2 საჯარო სკოლაში საგანში - „ჩვენი საქართველო“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
10-06-2019
ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, საგანის - „ჩვენი საქართველო“ ფარგლებში თემაზე - „აჭარა“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი წარმოდგენილი იყო საინტერესო, სახალისო და ინოვაციური აქტივობებით, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.

წარმოდგენილი იყო შემდეგი აქტივობები: მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ წინასწარ დაწერილი და დამალული კითხვების პოვნა და პასუხის გაცემა, სიმღერის მოსმენა და ფოტო მასალის განხილვა, მზის დისკოს სხივებზე სიტყვების დატანა, გონებრივი იერიში, აჭარული ცეკვის წარმოდგენა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია მაჭარაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203