ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ
10-06-2019
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის X-3 და XI-1 კლასის მოსწავლეები - ნოდარ გორგოძე, ლევან ქასრაშვილი, მარიამ გურული, მარიამ ხელაძე, ნინო ჯაჭვლიანი და სალომე ნაჭყეპია, ისტორიის მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ. 

პროექტი ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატი 1003“-ში წარიმართა

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს და სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

მოსწავლეებს სერტიფიკატები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გადასცა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203