ზემო ხვითის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-06-2019

  
გორის მუნიციპალიტეტის  ზემო ხვითის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილი პროექტი „ბუნება საფრთხეშია“ გაიმართა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წელს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერო-ს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203