წალენჯიხის N5 საჯარო სკოლამ ბავშვთა დღე ორიგინალურად აღნიშნა
07-06-2019
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლამ 1 ივნისი განსაკუთრებულად აღნიშნა.
2018_2019 სასწავლო წლის დასაწყისში კათედრის მიერ დაგეგმილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით ჩატარდა.
პირველი აქტივობა - „არიფანა“ (ყვავილების ფესტივალი) ყვავილებით მორთულ დერეფანში, ასევე ყვავილებად მორთულმა მოსწავლეებმა (II, III და VIII კლასი) ისაუბრეს არიფანას დღესასწაულზე, იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და ყვავილების კალათაში ლამაზად ჩალაგებული ტკბილი ქადებით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.
მეორე აქტივობა იყო სორტული - „ვიხალისოთ ერთად“ - მოსწავლეები კლასების მიხედვით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა და მასწავლებლების გუნდს: „თვალახვეულად ხატვაში“, „ბოულინგში“, „სახტუნელაზე ხტუნვასა“და „მეგობრულ ფრენბურთში“.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი აქტივობებით, მრავალფეროვნებითა და მხიარულებით გამოირჩეოდა.
სკოლის დირექციის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებების მოწყობა სასკოლო საზოგადოების ეფექტურ თანამშრომლობას შუწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს