გუთურის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი ჩატარდა
07-06-2019

ჩოხატაურის რაიონის გუთურის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში  ჩატარდა.

თემა გახლდათ: ჩემი თბილისი.

პროექტი წარმოადგინეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა და მიზანი იყო, მოსწავლეებს უფრო მეტი გაეგოთ ჩვენი დედაქალაქის ისტორიის შესახებ. მოეძიათ და დაეხარისხებინათ ინფორმაციები. შეექმნათ კედლის გაზეთი, განეხილათ პოეტებისა და მწერლების შემოქმედებიდან თბილისისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, მხატვრთა ნამუშევრები.

პროექტი დაიგეგმა ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. ხელმძღვანელი პედაგოგი ნანა კალანდაძე გახლდათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203