დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა კიდევ ერთი მოსწავლით, ლილე სიგუათი ამაყობს
07-06-2019

გაგაცნობთ მარტვილის რაიონის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კიდევ ერთ ნიჭიერ  მოსწავლეს ლილე სიგუას

ლილე 2-ე კლასში სწავლობს, ნიჭიერი გოგონაა და ხშირად  ეცნობა კლასგარეშე ლიტერატურას.

მან ამჟამად 10-ზე მეტი ნაწარმოები  წაიკითხა. ის აუჩქარებლად, თანმიმდევრულად, ვრცლად და ნათლად ყვება ტექსტს. იაზრებს  ნაწარმოების დედააზრს. აღსანიშნავია, ისიც, რომ  ლილემ  კინგსის  მათემატიკის ოლიმპიადის  პირველ ტურში 95 ქულა მიიღო, რაც ცხადია მისასალმებელია და მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ლილემ გასულ წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სილამაზის კონკურსზე  პირველი ვიცე-მის მარტვილი და მის-ფოტოგენურობის  ტიტული მოიპოვა.

სკოლა მადლობას უხდის ლილეს მათემატიკის მასწავლებელს  ნონა თოდუას, ქართულის მასწავლებელს და კლასის დამრიგებელს მაკა კვანტალიანს და ლილეს მშობლებს მისი სწავლისადმი მოტივირებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203