ქვედა საზანოს N1 სკოლის სამოქალაქო კლუბმა შშმ მოსწავლეებისთვის პროექტი განახორციელეს
07-06-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მომავლის აქტიური თაობა“ წევრებმა განახორციელეს საკლუბო ინიციატივა სახელწოდებით: „ჩვენ ვართ მომავლის აქტიური თაობა - ჩვენ ერთად მოვდივართ“.

პროექტის მიზანი იყო: შშმ მოსწავლეებისათვის პოზიტიური განწყობის შექმნა. მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. სოციალური უნარ - ჩვევების განვითარება. ურთიერთობის, ზრუნვის, სხვისი პრობლემის დანახვის, დამოუკიდებელი მუშაობის, გეგმის შედგენის, რესურსების მოძიების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა 1ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს,რომლის დროსაც რესურს ოთახს საჩუქრად გადაეცა მოსწავლეების მიერ შეძენილი და პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული ხმოვანი წიგნები,რამაც მოსწავლეთა დიდი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია.

დიდი მადლობა პროგრამა „მომავალი თაობის“ (USAID ფინანსური მხარადაჭერით) განმახორციელებელ ორგანიზაციას PH International-ს და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს გვერდით დგომისა და დახმარებისთვის.

სამოქალაქო კლუბის კურატორი თეა სამხარაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203