შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის ცნობარში ცვლილებები შევიდა.
ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება შემდეგ საკითხს შეეხება:
შპს "ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის" (კოდით 178) კორესპონდენციის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. კერძოდ, უმაღლესი სასწავლებელი უერთდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (შპს "უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია" - კოდით 182) და შერწყმის შედეგად ფუნქციონირებას გააგრძელებს შპს "ნიუ უნივერსითის" სახელწოდებით (კოდი 182).
ზემოხსენებულიდან გამომდინარე ყველა აბიტურიენტს, რომელთაც არჩეული აქვთ უმაღლესი სასწავლებელი კოდით 178, წაეშლებათ იგი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხიდან.