მშობელთა დღე გეგუთის N1 საჯარო სკოლაში
07-06-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლაში მშობელთა დღე გაიმართა.

კერძოდ კი ერთ-ერთმა მშობელმა, თვითნასწავლმა მხატვარმა, ნინო გიგიაძემ ერთგვარი „ვერნისაჟი“ მოაწყო სკოლის ეზოში.

მან შვილების თანაკლასელებსა და სკოლის სხვა მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრები გააცნო და თითოეულის შექმნის ისტორია გაუზიარა.

თბილი, საინტერესო და ლამაზი დღე ემოციებით იყო დატვირთული. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში საინტერესო გარემოს ქმნის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203