ბარდუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ გაიმართა
07-06-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ბარდუბნის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის რუსუდან აბჟანდაძის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ გამართეს.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი სანახაობა შესთავაზეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს