მოხის სკოლაში ჩატარებული შეჯიბრი ერთნაირად სახალისო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის
მოხის სკოლაში მათემატიკური შეჯიბრი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩატარებული აქტივობები სახალისო იყო როგორც მოსწავლეთათვის ასევე მასწავლებლებისთვისაც:
"სკოლაში მათემატიკური შეჯიბრი ჩატარდა. ძალიან იაქტიურეს მოსწავლეებმა. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად იხალისეს სკოლის მასწავლებლებმაც."
გამარჯვებულ გუნდს სიგელი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები