ჩხორიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში და ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა
07-06-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში ჩატარდა ჩვენი სკოლის წარჩინებით კურსდამთავრებულ, ტრაგიკულად დაღუპულ ირაკლი გადილიას სახელობის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ და ასევე, სკოლის უდროოდ გარდაცვლილი მოსწავლის ზვიად თორდიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში.

„სწორედ 26 მაისს დაიღუპა ირაკლი, ნიჭით აღსავსე, თავისი ინტელექტით გამორჩეული ახალგაზრდა. სკოლა არ ივიწყებს თავის რჩეულ კურსდამთავრებულებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიება მიყავდა მის თანაკლასელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს თეა ფიფიას.

ზვიად თორდიას სახელობის ფეხბურთის ტურნირიც  იმავე დღეს ჩატარდა, სადაც მიწვეული იყვნენ მეზობელი სკოლების გუნდებიც.

როგორც ინტელექტუალურ თამაშში, ასევე საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და თასი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203