თორიის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ჩატარდა
07-06-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თორიის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მთელი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ერთმანეთს ეჯიბრებოდა ოთხი გუნდი „ჯავახეთი“, „არწივი“, „ფარავანი“ და  „მუში“.

ღონისძიება დაიწყო სახელმწიფო ჰიმნით. გუნდის მეთაურები მიესალმნენ ერთმანეთს, ისმოდა მხიარული მუსიკა, მეთაურებმა ცანი გაუშვეს მშვიდობის მტრედები, დანარჩენები კი-ფერადი ბუშტები.

მწვავე შეჯიბრში გაიმარჯვა ერთ-ერთმა გუნდმა „ჯავახეთმა“ და მიიღო სიგელი.

შეჯიბრების დროს მოსწავლეებმა იმღერეს და იცეკვეს, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი გადაიღეს სურათები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203